თურქეთმა რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე უარი განაცხადა

ანკარა სანქციის საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ აპირებს – ამის შესახებ დღეს მოსკოვში თურქეთის საელჩოში განაცხადეს. დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ანკარა “რუსეთს მეგობარ ქვეყანად მიიჩნევს და აპირებს კიდეც მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას”.

“თურქეთი არ აპირებს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რუს ხალხზე ნეგატიურად იმოქმედებს. ამასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში არ დგას სავიზო რეჟიმის შემოღება” – განაცხადეს საელჩოში.
“თურქეთი რუსეთის მოქალაქეებს მისთვის ტრადიციული ადამიანური პატივისცემით და სტუმართმოყვარეობით ექცევა” – აღნიშნეს დიპლომატებმა.

ნოემბრის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთი თურქეთთან უვიზო რეჟიმს შეაჩერებს: “ეს პირდაპირ დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებასთან. თურქეთიდან შემოდიან ბოევიკები სხვადასხვა მიმართულებით” – განაცხადა ლავროვმა

Leave A Reply

Your email address will not be published.