თურქეთმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თურქეთმა ყირიმთან დაკავშირებით ანტირუსულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი.
რეზოლუციით რუსეთს მოუწოდებენ, “შეწყვიტოს ყირიმელების უფლებების შელახვა”.
დოკუმენტი, რომელიც უკრაინულმა მხარემ შეიმუშავა, მხარი 70-მა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმაც, აშშ-მა, კანადამ, თურქეთმა და იაპონიამ. რეზოლუციის წინააღმდეგ 26 ქვეყანა წავიდა, 77-მა კი თავი შეიკავა.
2014 წლის მარტში ყირიმის ნახევაკკუნძულზე ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა.