თურქეთმა სახმელეთო საჰაერო და საზღვაო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა

თურქეთმა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ინფორმაციას Euro News ავრცელებს.

თურქეთმა საზღვრების გამაგრებაც დაიწყო. საზღვრისპირა რაიონებში გადასროლილია მძიმე ტექნიკა და სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი საზღვაო და საჰაერო ძალები.

საერთაშორისო კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ თურქეთის საზღვრის დაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ანკარასაც და მოსკოვსაც ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებენ.

ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა დაავალა მთავრობას თურქეთის წინააღმდეგ გარკვეული ღონისძიებები ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში შეიმუშაოს.

Comments
Loading...