თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმის შემდეგ ანკარაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლის ხმა ისმოდა. ხელისუფლებამ საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი მოქალაქეები ,,ტვიტერით“ გააფრთხილა.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ ანკარაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. ამერიკის მოქალაქეებს ვურჩევთ, მოერიდონ საელჩოს ტერიტორიას“,- ნათქვამია აშშ-ს დეპარტამენტის „ტვიტერის“ გვერდზე.
რუსეთის ფედერაციის ელჩი თურქეთში, რომელზე თავდასხმაც განხორციელდა, გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა გასროლის შემდეგ წარმოთქვა სიტყვები: „ჩვენ დავიხოცეთ ალეპოში, თქვენ დაიხოცეთ აქ“.