„თურქეთში ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად რუსეთის ინვესტიცია 22 მილიარდი დოლარი იქნება“

თურქეთში ატომურ ელექტროსადგურ „აკუიუს“ პროექტში რუსეთის ფედერაციის ინვესტიცია 22 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

რუსეთსა და თურქეთს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება პირველი თურქული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის სფეროში, რომელიც თურქეთის სამხრეთით ქალაქ მერსინის რაიონში აშენდება, 2010 წელს გაფორმდა. ატომურ ელექტროსადგურს რუსეთი ააშენებს, მისი მფლობელი იქნება და მის ექსპლუატაციასაც თავად განახორციელებს.

„აკუიუს“ ელექსტროსადგური მოიცავს „3+“-ის თაობის რუსეთის რეაქტორების ოთხ ენერგობლოკს. თითოეული ბლოკის სიმძლავრე 1200 მეგავატს შეადგენს. პროექტის ღირებულება 20 მილიარდი აშშ დოლარია.

წყარო: interpressnews.ge

Comments
Loading...