თურქეთში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა – გარდაცვლილია სამი ადამიანი

თურქეთში, პროვინცია დიარბაქირში, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

CNN-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ორი პოლიციელი, ხოლო ერთი სამოქალაქო პირია.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებაც, თუმცა მათი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქება ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აფეთქების შემდეგ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.

Comments
Loading...