თურქეთში “დიდი ოცეულის” სამიტი ოფიციალურად გაიხსნა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში “დიდი ოცეულის” სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი ორ დღეს იმუშავებს. პირველი სამუშაო სხდომის დაწყებამდე “დიდი ოცეულის” ლიდერებმა და მიწვეული საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
ანტალიაში იმყოფებიან ამერიკისა და რუსეთის პირველი პირები. ფოტოს გადაღებამდე მცირეხნიანი გასაუბრება შედგა ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის. მათი საუბრის დეტალები უცნობია.
“დიდი ოცეული” – ეს არის წამყვანი ფორუმი გლობალური ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხების განსახილველად. ის აერთიანებს მსოფლიოს უმსხვილეს განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს, რომლებზეც მოდის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 85 %. წელს ამ ფორუმს თურქეთი თავმჯდომარეობს, გასულ წელს კი თავმჯდომარე ქვეყანა ავსტრალია იყო.

Leave A Reply

Your email address will not be published.