თურქეთში გლოვა გამოცხადდა

სტამბოლში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. აფეთქებების შედეგად 166 ადამიანია დაჭრილი, ისინი ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებას იღებენ.

აფეთქების გამო, ხელისუფლებამ ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა.

სტამბოლის ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთი აფეთქების ხმა ტაქსიმის მოედანთან ახლოს, მეორე კი, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაისმა, სადაც საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა.

Comments
Loading...