თურქეთში ირანელი მედია მაგნატი მოკლეს

თურქეთში ირანელი მედია მაგნატი მოკლეს.

რუსთვი2-ის ინფორმაციით, საიდ კარიმიანი და მისი ქუვეითელი ბიზნეს პარტნიორი სტამბულის ერთ-ერთ უბანში მანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც უცნობმა პირებმა მათ გზა დაგაუღობეს და ცეცხლი გაუხსნეს. ირანელი ბიზნესმენი ადგილზე დაიღუპა.

საიდ კარიმიანი ოპოზიციური ტელეკომპანია ჯემ-ის დამფუძნებელი იყო, რომელიც ირანის ტერიტორიაზე მაუწყებლობს და სპარსულ ენაზე თარგმნილ დასავლურ გადაცემებს ამზადებს.

თავად კარიმიანი ირანში არ ცხოვრობდა. მას ირანულმა სასამართლომ დაუსწრებლად სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის ბრალდებით 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

Comments
Loading...