თურქეთში მორიგი ტერორისტული აფეთქება მოხდა

„დიდი ოცეულის“ სამიტიდან 800 კილომეტრის დაშორებით, თურქეთში მორიგი ტერორისტული აფეთქება მოხდა.

სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ჯიჰადისტმა პოლიციის რეიდის დროს თავი აიფეთქა. შედეგად, ოთხი სამართალდამცველი დაშავდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც თურქი სამართალდამცველები ეჭვმიტანილის საცხოვრებელს ათვალიერებდნენ.

საპოლიციო რეიდი 10 ოქტომბერს ანკარაში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ აფეთქებას უკავშირდებოდა, რომლის დროსაც მშვიდობიანი მსვლელობის 100-ზე მეტი აქტივისტი დაიღუპა.

Comments
Loading...