თურქული მედიის ცნობით, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი გარდაიცვალა, თავდამსხმელი კი ნეიტრალიზებულია.
როგორც თურქული გამოცემა „Hurriyet“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ანდრეი კარლოვზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა.
თვითმილველების თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ელჩს უკნიდან რამდენჯერმე ესროლა.