თურქეთში საცხოვრებელ სახლში სამი ქართველის ცხედარი იპოვეს
თურქეთში, შირნაკის პროვინციაში სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ თურქეთში გარდაცვლილთაგან ორი ქალბატონი, მესამე კი – ახალგაზრდა მამაკაცია.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად, მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება.
როგორც თურქი სამართალდამცველები აცხადებენ, სამივე გარდაცვლილი ქართველია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ი წერს, რომ გარდაცვლილია სამი ქართველი ქალბატონი, ხოლო თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ბინაში ქალბატონის, მამაკაცისა და შვიდი წლის ბავშვის ცხედრები იპოვა.