თურქეთში შემავალ ქართულ სოფლებს, ქართული სახელები დაუბრუნდება

თურქეთში, ისტორიული ჭანეთის მხარეში არსებულ დასახლებებს ძველი სახელები უბრუნდება. პირველი სოფელი, რომელმაც ისტორიული სახელი დაიბრუნა რიზეს მხარეში არსებული სოფელია, რომელსაც ისტორიული სახელი ქომილო დაუბრუნდა.

ისტორიულ სახელების დასაბრუნებლად თურქეთში ლაზური კულტურის ცენტრის დამაარსებელმა ადემ ქუიუმჯუმ ჯერ კიდევ სამი წლის უკან ოფიციალურად მისწერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა, რომ ლაზურ დასახლებებს ისტორიული სახელები დაბრუნებოდა.

ჯერჯერობით საუბარია ჭანებით ყველაზე მეტად დასახლებულ რამდენიმე რაიონზე: არდაშენი (ართაშანი), ფაზარი (ათინა), ჯამლიჰემშინი (ვიჯა), ფინდიკლი (ვიწე) და ართვინის რეგიონში მდებარე არჰავი (არქაბე), თუმცა, ეს სრული ჩამონათვალიაა.

ლაზური კულტურის ცენტრმა უკვე მოამზადა და გამოსცა ლაზური ტოპონიმების ლექსიკონი “სვაჯოხო”, რომლისთვისაც მდიდარი საკადასტრო არქივის მასალები გამოიყენეს.
წყარო: http://www.gelisimtv.com.tr/

Comments
Loading...