თურქეთში „ტერორიზმის პროპაგანდის“ ბრალდებით 12 მეცნიერი დააკავეს

პოლიციამ 12 მეცნიერი იმ პეტიციის გამო დააკავა, რომელშიც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაა დაგმობილი.

აღნიშნულ ინფორმაციას, თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

რადიო „თურქეთის ხმის“ ინფორმაციით, დაკავებული მეცნიერები, სტამბოლის მახლობლად მდებარე კოჩელის უნივერსიტეტის ლექტორები არიან.

თურქეთსა და უცხოეთში მოღვაწე 1200-ზე მეტმა მეცნიერმა ხელი მოაწერა დეკლარაციას „არ გვსურს ვიყოთ მხარე ამ დანაშაულში“.

მეცნიერები პეტიციით ანკარას მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს რეგიონში “ქურთებისა და სხვა ხალხების ხოცვასა და დეპორტაციას”.

პროკურორებმა გამოძიება ხელის მომწერების მიმართ „სახელმწიფოს შეურაცხყოფასა“ და “ტერორიზმის პროპაგანდაში” ბრალდებით დაიწყეს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრ სეპარატისტებსა და თურქ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები მას შემდეგ გახშირდა, რაც გასულ წელს, ივლისში, მხარეებს შორის ზავს ბოლო მოეღო.

Leave A Reply

Your email address will not be published.