თურქულმა პოლიციამ რუსეთის ელჩის მკვლელის ოჯახის წევრები დააკავა

თურქულ ტელეარხ NTV -ის ინფორმაციით, თურქეთის სამართალდამცველებმა რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელის, მევლუთ მერთ ალტინტაშის დედა და და დააკავეს.

ტერორისტის ვინაობის დადგენის შემდეგ ალტიტაშის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

შეგახსენებთ, თავდამსხმელმა რუსეთის ელჩს ცეცხლი გალერიაში სიტყვით გამოსვლის დროს გაუხსნა. კარლოვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.

წყარო: მედიალაინი

Comments
Loading...