თვითმხილველები ორი ბანკის დაყაჩაღების დეტალებს ყვებიან

თვითმხილველების ინფორმაციით, ვაზისუბანში მდებარე „სმარტიდან“ გამოსულ ერთ-ერთ ნიღბიანს ხელში თეთრი ტომარა ეჭირა.
ვაზისუბანში, ”სმარტის” შენობაში მდებარე ორი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ სავაჭრო ცენტრიდან გამოსული ორი ნიღბიანი დაინახეს, ერთ-ერთი მანქანის გაჩერებას ცდილობდა, რა დროსაც ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი ორივემ ტერიტორია დატოვა.

ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, შემოსაზღვრულია პერიმეტრი. „სმარტში“ მუშაობა დროებით შეჩერებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Comments
Loading...