“თვითმკვლელობა – არა, ეს განზრახ მკვლელობაა,” – კუჭავას ადვოკატი ახალ დეტალებზე საუბრობს

“თვითმკვლელობა – არა, ეს განზრახ მკვლელობაა,” – ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძის განცხადებებს ბიძინა კუჭავას ადვოკატი ნათია კორკოტაძე.

უფლებადამცველი ახალ დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კუჭავას თითი დაზიანებული ჰქონდა ის ვერ ჩაიცმევდა “კარგად მოჭერილ” ფეხსაცმელს და სახლიდან ისე ვერ წავიდოდა.

კორკოტაძე ასევე ამბობს, რომ კუჭავას 16 იანვარს დაურეკეს და სახლიდან შარვალ კოსტუმით წავიდა.

“გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას. ეს არის განზრახ მკვლეობა. მაია ნიკოლეიშვილმა უკვე დაათვალიერა ცხედარი. მეუღლე ამბობს, რომ ნახევარი საათით ადრე 16 იანვარს ბიძინა კუჭავას დაურეკეს და ის სახლიდან შარვალ კოსტუმით გავიდა. მოჭერილი ფეხსაცმელი ეცვა და თუ ფეხზე დაზიანება ჰქონდა ის ასეთი ტიპის ფეხსაცმელს ვერ ჩაიცვამდა,”- აცხადებს კუჭავების ადვოკატი ნათია კორკოტაძე.

Comments
Loading...