TikTok,ბავშვების პირადი მონაცემების უკანონო შენახვის გამო,5,7 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდა

ჩინური სოციალური ქსელი TikTok, ბავშვების პირადი მონაცემების არალეგალურად შეგროვების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში 5,7 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია უკვე დათანხმდა ჯარიმის გადახდას.

გამოძიებით დადგინდა, რომ TikTok არალეგალურად აგროვებდა 13 წლამდე ბავშვების პირად მონაცემებს. კერძოდ, ბავშვების სახელებსა და მათ ელექტრონულ მისამართებს. ინახავდა მათ ლოკაციებსაც.

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ფედერალური კომისიის განცხადებით, ჯარიმა, რომელიც TikTok-ს ბავშვთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მუხლით დაეკისრა, რეკორდული მოცულობის არის.

სოციალური ქსელი TikTok ჩინურ კომპანია Bytedance-ს ეკუთვნის. მისი ღირებულება 75 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

Comments
Loading...