TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს

პოპულარული ვიდეო სერვისის, TikTok– ის აღმასრულებელი დირექტორი, კევინ მაიერი თანამდებობას ტოვებს თეთრი სახლის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ნიადაგზე.

”ბოლოდროინდელი მოვლენები გულისხმობს, რომ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას განსხვავებული მნიშვნელობა ექნება, ვიდრე ეს მაიერის მოწვევისას მოხდა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში,რომელიც გამოქვეყნდა ხუთშაბათს, 27 აგვისტოს.

შეგახსენებთ,რომ დონალდ ტრამპი აშშ-ში 15 სექტემბრიდან TikTok-ის სერვისის აკრძალვას აპირებს.

Comments
Loading...