ტომარაძე – ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ს დირექტორი ზვიად ტომარაძე:

“საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი საფუძველი არ გააჩნია ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი, სადაც საუბარია, რომ “ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი”, რადგან ეს მუხლი წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან. მართალია კონსტიტუციაში (36-ე მუხლში) განმარტებული არ არის ქორწინების სუბიექტები, მაგრამ ეს არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ანტიკონსტიტუციურად ჩაითვალოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი.
ჩემი აზრით:
1. ტრანსგენდერი “მაცაცო” ამ ყველაფერს მარტო ვერ გაბედავდა, ის უბრალო შემსრულებელია, მთავარი დამკვეთი ულტრალიბერალურ პოლიტიკურ ორგანიზაციაში უნდა ვეძებოთ.
2. მათი გათვლა მარტივია, კერძოდ ყველაზე რეალურია სიტუაცია შემდეგნაირად განვითარდეს. როგორც კი საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს, 1106-ე მუხლი მოქმედება შეჩერდება. რის შემდეგაც მათ არ გაუჭირდებათ ერთსქესიანი წყვილის მონახვა (თუნდაც არაქართველების), რომლებიც მიაკითხავენ ქორწინების სახლს ხელის მოსაწერად, რა თქმა უნდა იქიდან მათ უარით გამოისტუმრებენ. ამის შემდეგ ეს წყვილი სარჩელს შეიტანს სასამართლოში სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის მოტივით, სადაც მათ სასამართლო გაამართლებს, რადგან სამოქალაქო კოდექსი შეჩერებული იქნება, ხოლო პარლამენტის მიერ შარშანწინ მიღებული ანტიდისკრიმინაციულ კანონში შავით თეთრზე წერია, რომ დაუშვებელია დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
3. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის პოლიტიკურ წარსულს და მათ ბოლოდროინდელ “საქმიანობას” გავთვალისწინებთ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მაცაცოს სარჩელი დააკმაყოფილოს, თუმცა ნაკლებსავარაუდოა.
4. გამოსავალი: სამართლებრივად ადვილად შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება, ამისათვის კონსტიტუციაში უნდა განიმარტოს, რომ ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი. ამ საკითხზე საკანონმდებლო მუშაობა ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში დავიწყე, თუმცა ამ ეტაპზე გარვეულ მიზეზთა გამო, ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი.” – აცხადებს ზვიად ტომარაძე

Comments
Loading...