ტომარაძე: “სახალხო დამცველის არსებულ ინსტიტუტს უნდა დაერქვას “უმცირესობათა დამცველი”

“საქართველოს სახალხო დამცველი ბ-ნი უჩა ნანუაშვილი ზედამხედველობას ვერ უწევს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. მის ზრუნვის საგანს მხოლოდ უმცირესობების უფლებების დაცვა წარმოადგენს!
აქედან გამომდინარე,
1. სახალხო დამცველის არსებულ ინსტიტუტს უნდა გადაერქვას სახელი და დაერქვას “უმცირესობათა დამცველი”.
2. სახელმწიფოში უნდა შეიქმნას ანალოგიური სამსახური (რეალურად სახალხო დამცველი), რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.”

წერს “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.