“ტონი შეარჩიე ხომ არ გგონია შენს დეპუტატ ბიჭებს ელაპარაკები”-კაკაბაძე ელისაშვილის დაპირისპირება(ვიდეო)

https://youtu.be/RUzFg8L08jY

დაპირისპირება “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძესა და საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს შორის. ნანა კაკაბაძის გაღიზიანება თავდაპირველად გადაცემა “პრიორიტეტის” მიერ ლევან ფხაკაძესთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ (როგორ მოხვდა პოლიტდევნილთა სიაში ლევან ფხაკაძე , რომელიც მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა სასჯელს) გამოიწვია. კაკაბაძემ წამყვანს კვალიფიციური კითხვების დასმა ურჩია, შემდეგ კი მას იგივე კითხვა შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა დაუსვა. “ქალბატონო ნანა ლევან ფხაკაძეს დაჭრილი კაცი ჩაუდეს?”-განაცხადა ელისაშილმა.

საპასუხო ბრალდებად კაკაბაძემ ელისაშვილს პრეზიდენტ მარგველაშვილის ცოლის ძმის შეწყალების ფაქტი გაახსენა. რაზეც ელისაშვილმა განაცხადა რომ შეწყალების კომისიას პრეზიდენტის ცოლის ძმის საქმე არ განუხილავს და ის პრეზიდენტმა თავად კომისიის რეკომენდაციის გარეშე შეიწყალა.

Leave A Reply

Your email address will not be published.