ტყემალაძე – გოგის არ ვემიჯნები, რადგან ჩემი მეგობარია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ გოგი თოფაძეს საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებზე არ უსაუბრია.

როგორც ჟურნალისტებს ტყემალაძემ განუცხადა, ის თოფაძეს არ ემიჯნება, რადგან მისი მეგობარია.

„რაც შეეხება დავით ბერძენიშვილის განცხადებას, ეს არის არასწორი გამონათქვამი, რომელსაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები“, – განაცხადა ტყემალაძემ.

თავად, გოგი თოფაძე აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

Comments
Loading...