ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა

ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეშახტემ აცნობა.
მისი ინფორმაციით, ოთხი მეშახტე სიმაღლიდან გადავარდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
“ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

წყარო: interpressnews.ge

Comments
Loading...