ტყიბულში ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები გაემგზავრნენ

ტყიბულში, ერთ-ერთ შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში მოხდა უბედური შემთხვევა

ადგილზე სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით ტყიბულში დაუყონებლივ გაემგზავრნენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ტექნიკა, რომელზეც მეშახტეები იდგნენ, მწყობრიდან გამოვიდა, შედეგად, ოთხი მეშახტე სიმაღლიდან გადმოვარდა.

Comments
Loading...