აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია აშშ-ს უპილოტო წყალქვეშა ოკეანოლოგიური ნავი, რომელიც გემ USNS Bowditch-ს ეკუთვნოდა, აშშ-ს არ დაუბრონოს.
“ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩინეთს, რომ არ გვჭირდება უპილოტო ნავი, რომელიც მათ მოგვპარეს. თავისთვის დაიტოვონ!” – წერს ტრამპი “ტვიტერში”.
როგრც ცნობილია, ჩინეთმა ამ ნავის აშშ-სთვის დაბრუნების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.