ტრამპი: მხოლოდ სულელ ადამიანს შეიძლება მიაჩნდეს, რომ რუსეთისა და აშშ-ის მეგობრობა ცუდია

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მხოლოდ სულელ და ბრიყვ ადამიანებს შეიძლება მიაჩნდეთ, რომ რუსეთისა და აშშ-ის მეგობრული ურთიერთობა – ეს ცუდია. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

ტრამპი თავის ოფიციალურ Twitter-ზე წერს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობის ქონა – ეს კარგია და არა ცუდი.

“მხოლოდ სულელ და ბრიყვ ადამიანებს შეიძლება მიაჩნდეთ, რომ ეს ცუდია. ჩვენ ისედაც საკმარისი პრობლემა გვაქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ ერთი აღარ გვჭირდება”, – წერს ტრამპი.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მას მერე, რაც იგი საკუთარი ვალდებულებების შესრულებას შეუდგება, ამერიკაში ხალხი ვლადიმერ პუტინს უფრო მეტად დააფასებს, ვიდრე დღეს აფასებენ.

“შესაძლოა ჩვენ ერთად დავიწყოთ დიდი და გადაუდებელი მსოფლიო პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა”, – აღნიშნავს ტრამპი.

წყარო: ipress.ge

Comments
Loading...