ტრამპი საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შესახებ “ტვიტერზე” წერს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შესახებ “ტვიტერზე” წერს.

“დიდი პატივი მქონდა დღეს თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს”,- წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი,  ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.

Comments
Loading...