შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, აშშ ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებას ეთიშება.
ამით ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა.
„ჩვენ უდიდესი რამ გავაკეთეთ ამერიკელი მშრომელებისთვის“, – განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვეტილების კომენტირებისას.
სავაჭრო შეთანხმება 12 ქვეყნის მიერ იყო ხელმოწერილი. მასზე მოლაპარაკებები წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა შეთანხმება აშშ-ისთვის „პოტენციურ კატასტროფად“ შეაფასა იმ არგუმენტით, რომ ის ამერიკის მრეწველობას უქმნიდა საფრთხეს.
წყარო: BBC
ფოტო: Getty Images
infonews.ge