ტრამპის საწინააღდეგო აქციები ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა (video)

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, პორტლენდში რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები და ავტომანქანების შუშები ჩაამხსვრიეს.

მომიტინგეებმა შუშხუნები ისროლეს და დიდი ზომის ნაგვის ბუნკერებს ცეცხლი წაუკიდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში დონალდ ტრამპის საწინააღდეგო აქციები მეორე დღეა გრძელდება.

აქციის მონაწილეები უმცირესობებისა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულებას აპროტესტებენ

Comments
Loading...