ტრამპმა აშშ-ს 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის მეასე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია. ის აშშ-ის პირველი პირი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე არ მივიდა. ამის ნაცვლად ის პენსილვანიის შტატის ქალაქ ჰარისბერგში მომხრეებს შეხვდა და ჟურნალისტები მცდარი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ახლა ისინი ვაშინგტონში სხედან და გვიყურებენ, აქ ყოფნა სურთ დღეს საღამოს, ჩვენთან ერთად და არაფერს შეუძლია ჩემი გახარება იმაზე მეტად, ვიდრე ვაშინგტონის ჭაობიდან ასე მოშორებით თქვენთან ერთად დროის გატარებას“, – მიმართა ტრამპმა მხარდაჭერებს.

პრეზიდენტმა აღნიშა, რომ თუ მედიასაშუალებების დავალება სიმართლის თქმა და გულწრფელობაა, ისინი ამ სამუშაოს შესრულებისთვის ორიანს იმსახურებენ.

მიტინგზე დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის 100 დღეც შეაჯამა და შესრულებულ სამუშაოს პროდუქტიული უწოდა. ის მხარდამჭერებს ყველა დაპირისპირების გადალახვას დაჰპირდა. გამოსვლაში ტრამპი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თემასაც შეეხო და განმარტა, რომ ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ბლოკის გაძლიერების მიზნით თავის ფინანსურ წვლილს აუცილებლად შეიტანს. სიტყვით გამოსვლისას, თეთრი სახლის ლიდერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გადასახადები აუცილებლად შემცირდება.

 

წყარო: http://www.interpressnews.ge

Comments
Loading...