ტრამპმა პენტაგონის ხელმძღვანელს ქვეყნის ბირთვული ძალების მდგომარეობის შესწავლა დაავალა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონის ხელმძღვანელს ქვეყნის ბირთვული ძალების მდგომარეობის შესწავლა დაავალა,-ამის შესახებ მემორანდუმის ტექსტშია აღნიშნული.

“თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის ბირთვული ძალების ანალიზი უნდა განახორციელოს, რათა აშშ-ის ბირთვული ძალა თანამედროვე, მძლავრი, მობილური იყოს. ბირთვული ძალის მეშვეობით ჩვენ XXI საუკუნის საფრთხეებს უნდა ვუპასუხოთ და მოკავშირეები დაციცვათ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მისი თქმით, ამერიკის შეიარაღებული ძალების „რესტრუქტურიზაციას” ისახავს მიზნად.

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში 120 დღის განმავლობაში სირიელი ლტოლვილების მიღება აკრძალა.

დონალდ ტრამპის განმარტებით, შეერთებული შტატები 2017 წელს არაუმეტეს 50 ათას მიგრანტს მიიღებს.

პრიორიტეტი “რელიგიურ უმცირესობებს” მიენიჭებათ. განკარგულების მიხედვით, შეერთებული შტატები გასულ წელს მიგრანტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესრულებას არ გეგმავს.

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ინტერვიუ ვიზის მისაღებად აუცილებელი წინაპირობა გახდება. დონალდ ტრამპმა ასევე მოითხოვა, რომ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაკონტროლების მიზნით ბიომეტრიული სისტემა დაჩქარდეს.

მანამდე, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში ემიგრანტების შესვლის წესს ამკაცრებს.

ipress.ge

Comments
Loading...