ტრამპმა პენტაგონს “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში ახალი მოკავშირეების მოძიება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს ჯეიმს მეტისს ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლისთვის ახალი პარტნიორების მოძიება დაავალა. აღნიშნულის შესახებ საპრეზიდენტო მემორანდუმში წერია, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, პენტაგონის ხელმძღვანელს ევალება, 30 დღის განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” განადგურების გეგმა წარადგინოს.

გეგმაში აგრეთვე მოიაზრება ახალი პარტნიორების მოძიება კოალიციისთვის, რომელიც აღნიშნულ ტერორისტულ დაჯგუფებას შეებრძოლება.

წყარო: აიპრესი

Comments
Loading...