ტრამპმა სილვესტრ სტალონეს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდის ხელმძღვანელობა შესთავაზა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცნობილ ჰოლივუდელ კინოვარსკვლავს, სილვესტრ სტალონეს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ნაციონალური ფონდის ხელმძღვანელობა შესთავაზა. ამის შესახებ გამოცემა “The Daily Mail” იუწყება.
„სულ ტყუილად ფიქრობს ვინმე, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელოვნებით არ ინტერესდება. ეს საკადრო ცვლილება ამ სფეროსთვის ძალზე სასარგებლო იქნება“, – განუცხადა “The Daily Mail”-ს ინფორმირებულმა წყარომ.
სტალონეს გადაწყვეტილება  ჯერჯერობით უცნობია.
თუ ცნობილი კინოვარსკვლავი ამ წინადადებას დათანხმდა, მისი კანდიდატურა აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს.
სოლვესტრ სტალონე ამჟამად 70 წლისაა. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „როკი“, „რემბო“, „მოსამართლე დრედი“, „დაქირავებული მკვლელები“, „მრბოლელი“ და სხვები.

 

წყარო  :  kvira.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.