ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეზობლებს შორის დაპირისპირების შედეგად, დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გვიან ღამით ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ოთხი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
არსებული ცნობით, გვიან ღამით,  წყნეთის ქუჩაზე, ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეგობრებს შორის ინციდენტი მოხდა. მეზობლებმა საკითხის გარკვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, შედეგად ფიზიკურად არავინ დაშავებულა.

Comments
Loading...