“ტრანსგენდერ ქალთა ცენტრს” 400 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაეცემა

ტრანსგენდერ ქალთა ცენტრს ააიპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისსააგენტოსგან თეთრიწყარის რაიონი სოფელ ასურეთში მდებარე 400კვადრატული მეტრის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა უსასყიდლოდ ქველმოქმედების სახით გადაეცემა.

აღნიშნული ქონება დღეის მდგომარეობით ააიპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს საკუთრებაში ირიცხება, თუმცა მასზე რაიმე საქმიანობა დღემდე არ განხორციელებულა.

ქონება ტრანსგენდერი ქალების შესაძლებლობების გაძილერების პროგრამების ფარგლებში იქნება გამოყენებული.

საზოგადოების უმრავლესობის აზრით, იმ ფონზე, როდესაც სა­ქარ­თვე­ლო­ში უსახლკარო ადამიანთა რიცხვს ვერ დავთვლით, როდესაც უამრავ ადამიანს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღამის გასათევი და მოწყალებას უიმედოდ ელის, როდესაც ჩვენს ქუჩებში შიმშილით კვდებიან და ზამთარში სიცივისგან იყინებიან, ტრანსგენდერ ქალთა მიმართ გაწეული ქველმოქმედება მისაღები არ არის. ამით ჩვენი ქვეყანა  ევროპაში შესვლის ახალი სტანდარტებს ეძებს და  ქართული სულის განადგურებისკენ მიისწრაფის. ხალხი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, მრავალშვილიან ოჯახებს, უსახლკაროებსა და იმ ადამიანებს გადასცემოდათ მიწა, რომლებსაც ეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდებათ. ასეთები კი სამწუხაროდ მრავლად არის.

ავტორი: გვანცა ჩხიკვაძე

წყარო: gnn.ge

Comments
Loading...