წალკა–ნინოწმინდის გზაზე ჩარჩენილები შსს–ს თანამშრომლებს გამოჰყავთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლემა წუხანდელიდან ამ დრომდე ტიკმანტაჟის უღელტეხილზე ჩარჩენილი 50 მოქალაქე გამოიყვანეს. სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება;

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, მათ გუშინ ღამით 25, დღეს დილით კი ასევე, 25 მგზავრი გამოიყვანეს. ადგილზეა სამცხე–ჯავახეთის პოლიცისიის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე, მისი მოადგილე ვაჟა ბერძენიშვილი და ასევე ნინოწმინდის პოლიციის უფროსი გიორგი კიკალიშვილი.

„ჩვენთან ნინოწმინდის პოლიიის უფროსის მოადგილე ზოირაბ იგიტიანი მოვიდა და პიკაპით სამი მგზავრი სოფელ ფოკაში გადავყავართ. მანქანა ადგილზე დავტოვეთ“, – ამბობს ტიკმანტაჟის უღელტეხილზე ჩარჩენილი მგზავრებიდან ერთ–ერთი ჯამბულ ხმალაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მგზავრებისა და მაქნანების გამოსაყვანად სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით დაახლოებით 24:00 საათიდან წალკა–ნინოწმინდის მიმართლებით უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა და იქ ათობით მგზავრი ჩარჩა

Leave A Reply

Your email address will not be published.