წამებაში მონაწილე პირთა სია
„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წამებაში მონაწილე პირთა სიას აქვეყნებს.
„ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამეგრელოში ხალხის გაუპატიურებაში, ყველა დასჯილია.
აი მათი სიაც: დავით ჩაგინავა (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი-გამომძიებელი) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
– კობა თოდუა (იგი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო დაკავების მომენტში) – 9 წლით პატიმრობა;
– გურამ ჭითანავა (შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მოქმედი თანამშრომელი იყო დაკავების მომენტში) – 6 წლით პატიმრობა;
– პაატა ქირია (შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
– გიორგი ბულია (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
– ირაკლი ახალაია (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი) – 2.3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
– თემურ უბირია (ბრალდების ცნობით, ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ის ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას) – 7.6 წლით თავისუფლების აღკვეთა”, – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში.