წარუმატებელი ადამიანებისთვის დამახასიათებელი 10 ფრაზა
წარუმატებელი ადამიანების უმეტესობა უიმედობის ტყვეა და მუდმივად ცდილობენ გაერკვნენ საკუთარ თავში. ზოგიერთი მათგანი იმდენად უბედური და „გაჭედილია“ ერთ ადგილზე, რომ წინსვლის ნაცვლად უკან-უკან მიდის მათი მდგომარეობა — აბრალებენ რა საკუთარ არაპროდუქტიულობას; წარუმატებელი ადამიანების წრეში ყოფნა კი ნამდვილად არაა სახარბიელო.
თითქმის ყველას, ვინც ხელმოცარულია წარმატებისკნემ მიმავალ გზაზე, გააჩნია ერთნაირი სასაუბრო მანერა, ფრაზები — რა თქმა უნდა ნეგატიური კონტექსტის. სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიხსენეთ ვინ იყენებს ამ ფრაზებს თქვენს ირგვლივ, და კარგად დაფიქრდით თუ საკუთარ თავსაც ამოიცნობთ.
1. „ეს შეუძლებელია“
ყველაზე წარუმატებელი ადამიანები მუდამ გაიძახიან რომ „შეუძლებელია“. „ოჰ, ვერ შევძლებთ ამ საქმის გაკეთებას, რადგან კონკურენციას ვერ გავუძლებთ“; ან „ეს ახალი წამოწყება არ იმუშავებს, იმის გამო რომ ანალოგიური პროდუქტი უკვე მრავლადაა ბაზარზე.“ ასეთი პიროვნებები ცხოვრობენ „შეუძლებლობის სამყაროში“, რადგან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ შესაძლებლობების მიმართ. შედეგად კი, წარმატების გემთან ერთად იძირებიან.
2. „ ამ ყველაფრის ჩემით გაკეთება შემიძლია“
როდესაც გესმით თქვენი კოლეგისაგან თუ როგორი წარმატებით შეუძლიათ მათ პროექტის დასრულება თანამშრომლების დახმარების გარეშე, ყურადღება მიაქციეთ: ეს ადამიანი, საქმეს ან მთლიანად ანადგურებს ან შესამჩნევად აფერხებს. მას არ შეუძლია წარმატების ატმოსფეროს შექმნა და მხოლოდ საკუთარი ამბიციების გამომჟღავნება ძალუძს. ირონიულია, მაგრამ სწორედ რომ წარუმატებელი ადამიანები ცდილობენ საკუთარი გეგმის „შემოტენვას“ და უგულებელყოფენ გუნდური მუშაობის ფასეულობებს. ეს კი კარიერის დანგრევის წინაპირობაა.
3. „ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლება შემექმნა“
მოწუწუნეები ვერასდროს წაიწევენ წინ. ნებისმიერ კორპორატიულ შეკრებაზე გარდაუვალია წარუმატებლობა თუ კი მისი მონაწილე ყველაფერზე იწუწუნებს და მხოლოდ უარყოფითზე გადაიტანს კოლეგების ყურადღებას.
4. „არ დაივიწყოთ დეტალები“
წარუმატებელი ადამიანები მიჯაჭვულნი არიან საკუთარ დავალებებზე, წარმატებულებმა კი იციან რა არის მათი მიზანი და როგორ მიაღწიონ მწვერვალს. რაც ყველაზე მიშვნელოვანია, მათ იციან რომ პროექტის დეტალები მხოლოდ მთლიანი წარმატების შემადგენელი ნაწილია; მდგრადი კომპანიის შექმნაა გამორჩეული საქმე და არა მხოლოდ დავალებების დროულად დასრულება.
5. „მე მომწონს ჩემი იდეა“
შეგიმჩნევიათ სამსახურში თუ როგორ მოსწონთ ადამიანების საკუთარი იდეები? ეს ეგოიზმის მანიშნებელია და ააშკარავებს ობიექტურობის განცდის დეფიციტს. ადამიანები რომელთაც მხოლოდ საკუთარი იდეები მოსწონთ რეალურად ძალიან შეზღუდულები არიან, რადგან არავის არ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს გუნდური მუშაობის უგულებელყოფითა და მხოლოდ საკუთარ აზრებზე დაყრდნობით. ურთიერთ თანამშრომლობა ყოველთვის მომგებიანია კომპანიისათვის.
6. „შენი დახმარება არ მჭირდება“
ეს ერთ-ერთი ფრაზაა, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს გუნდური მუშაობაზე უარის თქმას. ცოტატი განსხვავდება შემდეგი სიტყვებისაგან: „მე შემიძლია ყველაფერი ჩემით გავაკეთო“. მიუთითებს რა პიროვნების ჩაკეტილობისკენ. პროექტები ყოველთვის ერთ ადგილზე იყინება, როდესაც გუნდური ჩართულობა წინა პლანზე არა არის წამოწეული და კონკრეტულ ადამიანებზეა მიბმული მთლიანი დავალება. როდესაც კოლეგა უარს ამბობს დახმარებაზე — ის უარს ამბობს წარმატებაზე.
7. „ეს ხომ უკვე ვიცი“
ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც შეწყვიტა სწავლა-განვითარებაზე ზრუნვა და ცდილობს დაარწმუნოს სხვები საკუთარ „ყოვლისმცოდნეობაში“. ერთია, როდესაც რაღაც საკითხზე საუბრობ და საკუთარ აზრს გამოთქვამ, მაგრამ აშკარად სხვაა, როდესაც ცდილობ გარშემომყოფებს „მაგარ ტიპად“ მოაჩვენო თავი. პირველი, მანიშნებელია იმის რომ პიროვნება ცდილობს საკუთარი ღვაწლი შეიტანოს პროექტის დასრულებაში, მეორე კი – საკუთარი ამბიციურობის ხაზგასმაა.
8. „ჩემს გრაფიკს გადავხედავ“
როდესაც ადამიანები მუდამ მიგითითებენ საკუთარ მოუცლელობაზე ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისინი კონცენტრირებულნი არიან პროექტების წარმატებულ დასრულებაზე. ეს მისაღებია, მაგრამ, ასევე შეიძლება ნიშნავდეს რომ თავს არიდებს დაგეხმაროთ. ბევრისთვის ეს მესიჯი უნდა იყოს, რომ კოლეგას არ სურს დაგეხმაროთ და საკუთარ გეგმებზეა მიმართული. გეტყვიან „დრო არ მაქვს“ ნაცვლად იმისა რომ გკითხონ მაინც რაშია საქმე. ზოგჯერ უმჯობესია, განიხილოთ შესაძლებლობები და თქვენს გრაფიკის მიხედვით მერე იმოქმედოთ;
9. „შენ ცდები“
მართალია რომ სხვა შეიძლება ცდებოდეს? ესეთი დამოკიდებულება ნამდვილად წითელი შუქია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, რადგან ნიველირებას უკეთებ გარშემომყოფების შესაძლებლობებს, შეიძლება აღიარებთ კიდეც რომ ისინი სულელები არიან. ასეთ ადამიანებს სჯერათ, რომ მხოლოდ ერთი ჭკვიანია ოთახში. ნამდვილი წარმატებას მაშინ მიაღწევთ, როდესაც დახმარებას ითხოვთ და აღიარებთ საკუთარ სისუსტეებს.
10. „არ შემიძლია“
წარუმატებელი ადამიანები გამუდმებით ამბობენ, რომ არ შეუძლიათ კონკრეტული დავალებების შესრულება. საკუთარი საქმის დაწყება, ერთგვარი აღიარებაა იმისა, რომ უამრავი დაბრკოლება იქნება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ისაუბრეთ იმაზე, რომ თქვენ შეძლებთ! სხვებიც გეტყვიან რაა შეუძლებელი, მაგრამ როდესაც თქვენ აღიარებთ რომ „არ გამოვა,“ ეს უკვე დანაშაულია საკუთარი თავისადმი. ამით თქვენ აღიარებთ ერთ ძირითად პრინციპს: რომ უარი თქვათ პასუხის ძიებაზე და შეწყვიტოთ გამოსავლის პოვნაზე მუშაობა;
ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არც ისე რთულია წარმატებული ადამიანის ჩვევები ავითვისოთ, თუკი ამას მოვინდომებთ; განსაკუთრებით დაიმახსოვრეთ 10-ე პუნქტი და დაივიწყეთ ფრაზა: „არ შემიძლია!“
წყარო : http://kaizenist.com