კომპანია „ცენტრ პოინტის“ აჭარის ფილიალის ყოფილი დირექტორი ირაკლი მინდელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მინდელი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ირაკლი მინდელის თქმით, ის ბრალს იდივიდუალურ ნაწილში აღიარებს. ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილებებს თავად არ იღებდა.
ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას გურამ და მაია რჩეულიშვილების ადვოკატები და თავად ბრალდებული გურამ რჩეულიშვილიც დაეთანხმა.
მანამდე, ირაკლი მინდელმა სასამართლოს ჩვენება მისცა და წარდგენილი ბრალი აღიარა.
ამავე საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილი კი, პროტესტის ნიშნად, სასამართლო პროცესს არ ესწრება. მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ