ცესკოში ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს – პარალელურად ცესკოს ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ. მათ ვენეციის კომისიის წევრებსა და ეუთოს ექსპერტებს წერილის სახით ოფიციალური მიმართვა გადასცეს, სადაც, მათი თქმით აღნიშნულია, რომ ცესკო რაიონულ წარმომადგენლობებში ახალ თანაშრომლებს პარტიული ნიშნით არჩევს.

საარჩევნო კომისიის ყოფილი თანამშრომელი ნენე დალაქიშვილი აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ახლად არჩევა კანონის სრული უგულებელყოფით მოხდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკოს თავმჯდომარესა და თბილისში ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრა უკვე დაიწყო.

Comments
Loading...