წიგნის მაღაზიაში დასმული სახალისო კითხვები: „შერლოკ ჰოლმსის რა გაქვთ?”

სოციალურ ქსელში მაღაზია “სანტა ესპერანსას“ მომხმარებლების ხშირად დასმული კითხვები ვრცელდება:
“წიგნის მაღაზიაში (“სანტა ესპერანსა”) დასმული შეკითხვები:

1) კარტრიჯის ფხვნილებს თქვენ ყიდით?

2) მოლიერის “მგლები” თუ გაქვთ?

3) რუსთაველის კიდევ რა გაქვთ?

4) ეს გლობუსი მთლიანია თუ საქართველოსი?

5) აქ წიგნები იყიდება? (კითხვის დამსმელი შუა მაღაზიაში დგას);

6) დოსტოევსკის “მამა გორიო” გააქვთ?

7) _ კარლსონი მინდა მთლიანად;
_ ეგ ბუკინისტურში იკითხეთ;
_ ბუკინისტური რა არის?

9) _ იცით, რა მაინტერესებს: გაბრიელ… იმისი…
_ მარკესის?
_ ჰო, მარკესის “უცნობი ქალის წერილები” თუ გაქვთ?
_ ეგ ცვაიგის არაა?
_ თუ გაბრიელ… იმისი?.. ვისიც გაქვთ!

10) წიგნები რა ფასებში გაქვთ?

11) უკაცრავად: შავი პური გააქვთ?

12) აქ შესასვლელი საიდან არის? (ამ კითხვის დამსმელიც შუა მაღაზიაში დგას);

13) ჟიულ ვერნის თავგადასავალი გააქვთ?

14) ხის სააღდგომო კვერცხი თუ გაქვთ?

15) ეს წიგნი მღერის კიდეც?

16) _ საქართველოს დროშა გააქვთ?
_ არა.
_ რა უბედურებაა: ამხელა მაღაზიაა და საქართველოს დროშა არ უნდა გქონდეთ?!

…17) _ უკაცრავად: ამ ყუთში ყვავილების თესლებია?
_ არა, მანდ პაზლია: ვან გოგის “მზესუმზირები”.

18) ადამიანის ორგანიზმზე როა, ის წიგნი გააქვთ?

19) _ მერი პოპინსის “პეპი გრძელი წინდა” გააქვთ?

20) _ ბიოლოგიის წიგნი მინდა.
_ ავტორი?
_ აი, გაჭრილი კაცი რო ახატია…

21) _ შერლოკ ჰოლმსის რა გაქვთ?
_ ჩიბუხი და ინტუიცია.
_ მომეცით!

22) _ წიგნში ჩასადები თუ გაქვთ? აი, ბავშვები რო იმახსოვრებენ… როგორ აგიხსნათ… რო გადაშლი და ჩადებ…
_ სანიშნი?
_ ჰო!!!

23) პუშკინის ლექსების კრებული მინდა, ოღონდ _ წიგნის ფორმის.

24) _ გამარჯობათ! რუკა გააქვთ?
_ რომელი: ფიზიკური თუ პოლიტიკური?
_ უფრო გეოგრაფიული.

25) _ პატარა ანას დღიურები გააქვთ?
_ ანე ფრანკს გულისხმობთ?
_ მაგდენი არ ვიცი.”

Leave A Reply

Your email address will not be published.