ციხელაშვილი: იმედი მაქვს, ვარსკვლავთა განლაგება ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმაში დაგვეხმარება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მთავრობის ძალისხმევა იქით იქნება მიმართული, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს.

ჟურნალისტის კითხვაზე – რას ელოდება მამლის წლისგან, ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ ვარსკვლავთა განლაგება მთავრობას ქვეყნის სწრაფ განვითარებაში დაეხმარება.

„გინდა იყოს ეს მაიმუნის, მამლის თუ ნებისმიერი სხვა წელი, ჩვენი ძალისხმევა იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს, იყოს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი და ქვეყანა ძალიან სწრაფად განვითარდეს.

ხელისუფლებას, მათ შორის, მამლის წელში აქვს ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა და იმედი მაქვს, რომ ვარსკვლავთა განლაგება ამაში დაგვეხმარება”, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

Comments
Loading...