ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოები პოლიციის თანხლებით მიმდინარეობს

ციხისძირში, ხეების გადარგვის სამუშაოები პოლიციის თანხლებით მიმდინარეობს. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ქობულეთიდან იუწყება, 40-მდე პოლიციელი ერთ-ერთი ასწლოვანი ხის გარშემო განლაგდა და ტექნიკის შეუფერხებლად მუშაობას ამგვარად უზრუნველყოფს.
აღნიშნულის პარალელურად, ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით აქცია “არ გადამრგო” მიმდინარეობს.
“აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ უკანონოდ გაყიდა ასწლოვანი ხე, როგორც მოძრავი ნივთი. შესაბამისად, აქ მიმდინარე სამუშაოები უკანონოა”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის წევრმა, რობერტ ჩხაიძემ.

Comments
Loading...