ციხისძირში საპროტესტო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

ხმაურით დასრულდა ციხისძირში ოპოზიციისა და გარემოსდამცველების საპროტესტო აქცია. სამართალდამცავებმა ნაციონალური მოძრაობის ერთი და პარტიზანი მებაღეების სამი წევრი დააკავეს. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როცა აქციის წევრები კომპანია ზიმო-ს წარმომადგენლებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდენენ.

მომხდარი ინციდენტის მიუხედავად აქციის წევრები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ასწლოვანი ხეების მოჭრას მომავალაშიც შეეწინააღმდეგებიან.

შსს-ს ინფორმაციით ოთხი პირის დაკავება აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მოხდა, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

Comments
Loading...