წიკლაური: პოლიტ პატიმრები იყვნენ მკვლელები- ხმაური ადამიანის უფლებათა დაცვის სხდომაზე

ხმაური ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. უმცირესობა და უმრავლესობა ერთმანეთს ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთა საკითხზე დაუპირისპირდნენ.

როგორც უმცირესობაში ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებას სურს ე.წ. შეწყალების საქმეზე გაირკვეს სიმართლე, აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა


„მე ჩემს თავს არ მივცემ უფლებას დავიწყო საუბარი იმ განცხადებებზე, რომელიც ბატონ ელისაშვილს ქონდა, თუ როგორ და რის ფასად ხდებოდა გათავისუფლება, არავის უდანაშაულობის პრეზუმციას არ დავარღვევ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი პოლიტიკური საფუძველი იმ გათავისუფლებებს არ ქონდა, ხშირ შემთხვევაში ისინი იყვნენ მკვლელები და იმ ადამიანებმა, ვისაც სიაში შეყავდა, იცოდნენ, რომ ხელს აწერდნენ მკვლელების გათავისუფლებას,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

ორ საათში ბესელიას კომიტეტზე სწორედ ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულებთან შეხვედერა გაიმართება. მიწვევის მიუხედავად სხდომაზე მისვლას არც საპარლამენტო ოპოზიცია და არც ალეკო ელისაშვილი აპირებენ.

Comments
Loading...