წიკლაური “სუს”-ში დაიბარეს, დეპუტატი მისვლაზე უარს ამბობს

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ მასკარადში მონაწილეობას არ მიიღებს.

წიკლაურის დაბარება მისი და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

დეპუტატის განცხადებით დაკითხვაზე მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში მივა.

„ეს გამოძიება არ ემსახურება არც მოქალაქის უსაფრთხოებას, არც საქართველოს ინტერესებს, არამედ ემსახურება ერთადერთს, ბიძინა ივანიშვილის სურვილს, რომ მოწინააღმდეგე პოლიტიკური გუნდის ლიდერები, ყოველდღიურად დადიოდნენ სხვადასხვა უწყებებში. არ ვაპირებ ამ პრიმიტიულ-პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობის მიღებას, რომელიც სხვას არაფერს არ უკავშირდება, თუ არა ხელისუფლების ამ სრულად მდაბიო სურვილს”, – აცხადებს წიკლაური.

Leave A Reply

Your email address will not be published.