წიკლაური:„ენერგეტიკის მინისტრი პათოლოგიური მატყუარაა”

ნაციონალური მოძრაობა” ენერგეტიკის მინისტრს ტყუილში კიდე ერთხელ ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ კალაძემ იცრუა, როცა თქვა, რომ მზადაა პარლამენტში მივიდეს და ნებისმიერი შეკითხვას უპასუხოს.
„ჩვენ 2 დღის წინ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში მიეწვიოს და მას უარი ეთქვას. სინამდვილეში კი ის ასე, ზუსტად 3-ჯერ მოიქცა. ბოლო უარი ენერგეტიკის სამინისტროსგან, სწორედ ამ განცხადების შემდეგ, გუშინ დილით მივიღეთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მინისტრი პათოლოგიური მატყუარაა. ასევე, მას არ აქვს პასუხი იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს. ეს ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებს. დღეს ქვეყანა იმ ვითარებაშია, როცა რუსეთი შანტაჟისა და ულტიმატუმების ენით გვესაუბრება”, – განაცხადა წიკლაურმა.

Comments
Loading...