ციმბირელი იესო რომელსაც 50 000 მიმდევარი ჰყავს

ვიდეო ციმბირელ იესოზე

რუსეთში,კერძოდ სამხრეთ ციმბირში “იესო” ცხოვრობს! ამის შესახებ ინფორმაცია mpress.ge მ სოციალურ ქსელში მიიღო.
ჩვენ გთავაზობთ ვიდეოს ციმბირელი იესოს შესახებ, რომელსაც მსოფლიოს მაშტაბით 50 000 მიმდევარი ჰყავს,რომლებიც საკუთართავს ვესარიონიტებს უწოდებენ. მათ შორის ქართველი თამრიკო დგებუაძეა, რომელიც სხვა ქართველებთან ერთად ციმბირში, “საბოლოო აღქმის ეკლესიაში” ცხოვრობს. აღნიშნული დასახლება იმ ადამიანის მიერაა შექმნილი რომელმაც თავი 1991 წელს “იესოდ” გამოაცხადა.
ადამიანები “იესოსთან” ერთად იზოლირებულად ცხოვრობენ,მათ აქვთ ეკონომიკური დამოუკიდებლობა,ელექტროენერგიას მზის ენერგიით იღებენ, ამუშავებენ მიწას და აქვთ საკუთარი ნაწარმი რომლითაც იკვებებიან,აქვთ ინდივიდუალური განათლების სისტემა რომელსაც შეგვიძლია ‘პრეისტორული განათლება’ ვუწოდოთ რადგანაც მამაკაცები ხის იარაღების კეთებას სწავლობენ ხოლო ქალები ხელსაქმეს…ამ ადამიანებს საერთო იდეები და რწმენა აქვთ მათ სჯერათ, რომ ადამიანი რომელიც ადრე პოლიციელი იყო რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა რომ იესოს რეინკარნაცია იყო, იესოა. აღნიშნულ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები და რამდენად მყარია მათი რწმენა იესოსადმი რომელიც მთაზე ცხოვრობს და მოქალაქეებს ლოცვის დროს გამოეცხადება ხოლმე.
კორესპოდენტი რომელიც ამ ადამიანების ცხოვრებას აღწერს მიუხედავად იმისა რომ ამ “სექტის” მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი აღნიშნავს რომ “ლოგიკურ აზროვნებას კარგავს და ფიქრობს რომ ასეთი ცხოვრება უფრო უკეთესია ვიდრე ის რაც მან სახლში დატოვა” მაგრამ როგორც ყველა მოაზროვნე ადამიანი აანალიზებს ,ეს სექტა არის იმ ადამიანების მიერ შექმნილი რომლებიც ცდილობენ გაექცნენ, იმ ცხოვრებას სადაც ბევრი პრობლემაა….

ჩვენს მიერ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად “იესოს” მიმდევრები დღითიდღე მრავლდებიან.

“იესოს” ნამდვილი სახელი სერგეი ანატოლიევიჩ ტოროპია კრასნოდარიდან.

mpress.ge გთავაზობთ საბოლოო აღქმის დასახლების ფოტოებს.
abodeofdawnvissarion14images (1)images (2)images (3)imagesliving-god-in-siberia_2newreligion-29-1sergei_toroptn_vissarion_002_2vissarion (1)Vissarion 38
vissarion

Comments
Loading...