წინ არავინ გადამეღობოს, თორემ კუბოში ჩაგაწვენთ!!!

samxedro2

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლის, ბაკურ ბაკაშვილის სტატუსს ავრცელებს და წერს:

“ეს ვიღაც ბაკურ ბაკაშვილი ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომელია!

ნაკრძალში “ღორზე მიდის თურმე სანადიროდ” და წინ არავინ გადამეღობოს, თორემ “კუბოში ჩაგაწვენთო”.

არა, განა მიკვირს… არ მიკვირს! სადაც რაიონული პროკურორი ლევან ღვედაშვილი ნადირობს ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში წითელ წიგნში შეტანილ დათვებზე და ისევ თანამდებობაზეა…

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ დათვზე ინადირა. პირი, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, ირწმუნება, რომ პროკურორებმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დათვი, ახმეტის რაიონში, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში მოკლეს. დათვზე ნადირობის ამსახველი ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ლევან ღვედაშვილი თელავის პროკურატურის პროკურორი იყო. 2012 წლის 29 ნოემბერს ის დააწინაურეს და ამჟამად გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონული პროკურორია.” – წერს

Leave A Reply

Your email address will not be published.